|
2022-02-16 13:57:36, 591 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი უკრაინას - ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან ვიცით თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი
კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობასა და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც თბილისში, უკრაინის საელჩოში გაიმართა. დავით ზალკალიანის თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ დღევანდელი მსოფლიო დგას მნიშნელოვანი გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა 2008 წელს რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა საქართველოს განუყოფელი ნაწილების აღიარება და მისი ტერიტორიების 20%- ოკუპაცია, ხოლო ასობით ათასი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ სახელმწიფოში. „დღეს იგივე განსაცდელშია ჩვენი მოძმე უკრაინა. შემაშფოთებელია რუსეთის დუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დონეცკის და ლუგანსკის აღიარებასთან დაკავშირებით. საქართველო გმობს ამ ქმედებას" - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველმა დიპლომატმა. ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინისთვის, არამედ მთლიანი ევროპული არქიტექტურისთვის. „არავის აქვს უფლება აუკრძალოს თავისუფალ ქვეყნებს თავად აირჩიოს საკუთარი განვითარების გზა, მეგობრები და ალიანსები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ სვლას ჩვენი ისტორიული, დამსახურებული არჩევანის მისაღწევად. „ - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული დღე უნდა იყოს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი პროგრესული საზოგადოების ერთობის დღე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)