17:54 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 13:22:03, 633 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - რუსთავის შუალედური არჩევნების გზით ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დაბრუნება არ მოხდება

რუსთავის საზოგადოებამ კარგად იცის რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება ასეთი განაჩენის მქონე ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით განაცხადა.
 
მისივე თქმით, რუსთავის შუალედური არჩევნების გზით ჯაფარიძის  პარლამენტში დაბრუნება არ მოხდება.

„სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა თაღლითობას. ბადრი ჯაფარიძე თაღლითობაშია ბრალდებული, რაც ფაქტებით დადასტურდა. მისი და მისი მეგობრების მხრიდან განმარტება ან დასტური, რომ გამართლება აქვს ამხელა თანხის გამოტანას და გაქრობას, ვერ მოვისმინეთ. არც რუსთავის საზოგადოებაა ამ საკითხებში გაურკვეველი. ვფიქრობ, რომ ბადრი ჯაფარიძის ამ გზით დაბრუნება პარლამენტში არ შედგება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის პარლამენტმა , ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება გუშინ შეუწყვიტა. უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი ჯაფარიძისთვის  სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გახდა. მანდატის შეწყვეტის შემდეგ „ლელოში“ განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics