|
2022-02-15 15:27:21, 1360 ნახვა
რეგიონი
ქალაქ კასპს კიდევ ერთი დაწესებულება „მილ ჯორჯია“ შეემატა
ქალაქ კასპს კიდევ ერთი დაწესებულება - MIL georgia/მილ ჯორჯია შეემატა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია იუწყება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ფუნქციონირება დაიწყო კაფემ და მალე, იმავე სივრცეში რესტორნისა და სასტუმროს გახსნა იგეგმება. გარდა ამისა, დამფუძნებლების თქმით, დაგეგმილია ბავშვებისთვის გასართობი ცენტრის, ქართული მარანისა და ეზოში საზაფხულო ლობ სივრცის მოწყობაც. გახსნის ღონისძიებას კასპის მუნუიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე დაესწრო. ,,მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი ახალი კვების ობიექტი გაიხსნა. შესაბამისად, გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა, ასევე ადგილობრივებს საშუალება ექნებათ სასურველი მომსახურება მიიღონ. ჩვენ მივესალმებით ყოველ ახალ წამოწყებას და რა თქმა უნდა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შევუწყობთ კერძო სექტორის გაძლიერებას" - აღნიშნა კასპის მუნიცპალიტეტის მერმა. „ამჟამად, ადგილზე 12 ადგილობრივია დასაქმებული, დაწესებულების გაფართოების შემდეგ კი დასაქმებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)