|
2022-02-15 14:18:06, 515 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - თქვენ ამ ქვეყანას ღირსება უკვე ახადეთ, მზად ხართ, საკუთარ თავსაც წაართვათ?!
ღირსების აყრად მიმაჩნია, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს დღეს, ქვეყანაში ერთადერთი ამოცანით ხართ დაკავებული და ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების მცდელობა, - ასე მიმართა ფრაქცია „ლელო - საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს. სალომე სამადაშვილმა მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს კითხვით, მზად არიან თუ არა, რომ საკუთარ თავსაც წაართვან ღირსება, „როდესაც უკანონო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე წაართმევე ნმანდატს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს". „2014 წელს საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლას უკრაინელმა ხალხმა „ღირსების რევოლუცია“ დაარქვა, რადგან სჯერა, რომ ერის ღირსება მისი სიცოცხლეა, ღირსების დათმობა კი პოლიტიკური თვითმკვლელობა. უკრაინელი ხალხი დღეს აგრძელებს საკუთარი ღირსებისთვის ბრძოლას და უარს ამბობს პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე. საკუთარი ქვეყნისთვის ღირსების აყრად მიმაჩნია, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს დღეს, როდესაც გეოპოლიტიკურ ქარცეცხლში გახვეულ ქვეყანაში ერთადერთი ამოცანით ხართ დაკავებული და ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების მცდელობა. მე, პირადად, საკუთარი ქვეყნის ღირსების ახდად მიმაჩნია ის, რაც ხდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით. ღირსების აყრად მიმაჩნია ის, რასაც აპირებთ, წაართვათ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს მისი წარმომადგენლობითი მანდატი. თქვენ ამ ქვეყანას ღირსება უკვე ახადეთ და დღეს ამ დარბაზში ერთადერთ რამეს უნდა უპასუხოთ, მზად ხართ თუ არა, რომ საკუთარ თავსაც წაართვათ ღირსება, როდესაც უკანონო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე წაართმევთ მანდატს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს, ეს არჩევანი თქვენი გასაკეთებელია და ისტორიას დარჩება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)