|
2022-02-15 10:25:06, 1316 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში 3,7 კილომეტრი სიგრძის სარწყავ არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
„საქართველოს მელიორაცია” შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხების მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფელ დოესსა და გრაკალში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან 3,7 კილომეტრი სიგრძის არხები იწმინდება. "ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს; შედეგად, სოფელ დოესისა და გრაკალის 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. საირიგაციო არხების აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. „საქართველოს მელიორაცია“, წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს."- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)