19:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 21:09:51, 742 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ, ზუგდიდის შემდეგ, წინ ბათუმი და სენაკია

„ოპოზიციამ კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი საკრებულო გამოგლიჯა ,,ქართულ ოცნებას". დღეს, სტრატეგიული მიზნის ფორმულაა ყველა ერთის წინააღმდეგ, წინ კი ბათუმი და სენაკია. ივანიშვილს პირადი დამარცხება უნდა ვაგემოთ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ, ოპოზიციონერი წევრის არჩევას.

ექსპრეზიდენიტის თქმით, სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, ხშირად, არცთუ სასიამოვნო ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. 

„ოპოზიციამ კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი საკრებულო გამოგლიჯა ქართულ ოცნებას. მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა კონკრეტული პარტიის და მისი ხელმძღვანელის მიმართ, სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, ხშირად, არცთუ სასიამოვნო ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.
დღეს სტრატეგიული მიზნის ფორმულაა ყველა ერთის წინააღმდეგ. სხვაგვარად, ივანიშვილის დამარცხება რეალური არ არის.
წინ ბათუმი და სენაკია - აქაც უნდა გამოვგლიჯოთ ქართულ ოცნებას საკრებულოები და პირადი დამარცხება ვაგემოთ ივანიშვილს. ფორმულა კვლავ უცვლელია - ყველა, ერთის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics