19:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 20:00:31, 757 ნახვა

პოლიტიკა
პენიტენციური - სააკაშვილის მიმართ რაიმე სახის შეზღუდვა არ დაწესებულა, მას უფლება აქვს, თვეში ერთი ხანმოკლე პაემანი ჰქონდეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამსახურის მიერ დაწესებულ, რაიმე ახალი სახის შეზღუდვის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.

განცხადების მიხედვით, ექსპრეზიდენტს უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ერთი ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით - თვეში ერთი, დამატებითი, ხანმოკლე პაემანი.

პენიტენციური სამსახური ასევე იუწყება, რომ მიხეილ სააკაშვილი ფსიქოთერაპევტის კონსულტაციაზე უარს აცხადებს.

„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ სამსახურის მიერ დაწესებულ, რაიმე ახალი სახის შეზღუდვის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

მსჯავრდებული მ. სააკაშვილი, საკუთარი უფლებების შესახებ, სრულად ინფორმირებულია. აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის შემდგომი მოხდა, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განესაზღვრა. ,,პატიმრობის კოდექსის" 65-ე მუხლის თანახმად კი, ის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის თავსდება საკანში,  უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ერთი ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში ერთი, დამატებითი, ხანმოკლე პაემანი.

მსჯავრდებული მ.სააკაშვილი, ასევე, ინფორმირებულია, რომ ერთი წლის განმავლობაში შეუძლია ჰქონდეს ორი ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში ერთი, დამატებითი, ხანგრძლივი პაემანი.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ მ. სააკაშვილი იმყოფება N12 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მისივე თანხმობის შესაბამისად, უტარდება ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგი და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, იღებს სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა რეგულარულ კონსულტაციებს და მკურნალობს დანიშნულების შესაბამისად. აქვე, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული უარს აცხადებს ფსიქოთერაპევტის კონსულტაციაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics