|
2022-02-14 18:04:35, 1268 ნახვა
რეგიონი
კასპში, გურამიშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს
კასპში გურამიშვილის ქუჩის ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მჭიდროდ დასახლებული ქუჩა სადაც ქალაქის #1 საბავშვო ბაღი მდებარეობს არასოდეს ყოფილა მოასფალტებული. ამორტიზირებული, გაუვალი ქუჩა აფერხებდა ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას, განსაკუთრებით წვიმის და უამინდობის დროს. მალე ქუჩა გადაადგილებისათვის კომფორტული გახდება და მოსახლეობას არსებული პრობლემა აღარ ექნება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სამუშაოებით და მადლობას უხდის მერიას და მშენებელს გზის რეაბილიტაციისთვის. ცნობისთვის, ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს, რომელსაც რეგიონალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)