14:56 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 14:29:12, 773 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - პრემიერი შეუძლებელია ანტივაქსერი იყოს, მას ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება  და განმარტავს თუ რა იგულისხმა პრემიერმა „ომიკრონის“ დროს ვაქცინის უმოქმედობაში.

მისი თქმით, პრემიერმა თქვა რომ "ომიკრონის" შტამის შემთხვევაში ვქცინა გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს.

ამასთან,  ჯანდაცვის მინისტრი კატეგორიულად უარყოფს,  რომ პრემიერი ანტივაქსერია,  რადგან მას ორი დოზა ვაქცინა გაკეთებული აქვს.

პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს ანტივაქსერი მას აქვს ორი ვაქცინა გაკეთებული. ის ძალიან აქტიურად იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში ჩართული. ასევე, იმ სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელზე ზევით ჩვენს თანამოქალაქეებზე გავაკეთეთ, 200-ლარიანი დანამატი, 100-ლარიანი დანამატი ბუსტერ დოზის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ ანტივაქსერია თუ არა, ვფიქრობ, რომ არასწორია. აქვე განვმარტავ რა იგულისხმა "ომიკრონის" შემთხვევაში, რადგან ეს არის ისეთი შტამი და ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც ამ ახალ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა, ის რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო. „ომიკრონთან“ დაკავშირებით იცით, რომ "ფაიზერმა" უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და ჩვენ მარტის თვეში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც ამ ვირუსის შტამზე კონკრეტულად ომიკრონზე მუსაობს "ომიკრონზე" ,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics