14:56 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 11:54:35, 721 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს

სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

პრემიერმა პანდემიის მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მიუხედავად ქვეყანაში 200 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევისა, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა აბსოლუტურად არ არის და ჯანდაცვის მინისტრი სრულიად ფლობს და აკონტროლებს სიტუაციას. 

მთავრობის მეთაურის თქმით, 1000-ზე მეტმა ოჯახის ექიმმა გაიარა განმეორებითი ტრენინგი, მათ შორის 100-ზე მეტი კოვიდკლინიკის მედპერსონალმა და სახელმწიფო მოქალაქეებს მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს.

„რა თქმა უნდა, არც ერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების გარეშე. 8 ათასზე მეტი ჰოსპიტალური საწოლია მობილიზებული, აქედან 6 ათასამდე არის ათვისებული, ანუ 2 ათასზე მეტი საწოლი გვაქვს თავისუფალი და პროცესი სრული კონტროლის ქვეშ არის. პროცესში ჩართულია 150-ზე მეტი ონლაინ-კლინიკა და რამდენიმე ასეული ოჯახის ექიმი. კონტროლი გვაქვს სრული და მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ ზურაბ აზარაშვილს, რომელმაც აქტიურად დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებითაც. არ მინდა, წინასწარ პროგნოზირება გავაკეთო, მაგრამ სამინისტროს გაკეთებული აქვს მოდელირება და არის მოლოდინი, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ქვემოთ წამოვა, შემცირდება ინფიცირების რაოდენობა და ვფიქრობთ, მარტის ბოლოსთვის, აპრილისთვის სიტუაცია დასტაბილურდება", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემა სრულად მობილიზებულია, დღის განმავლობაში კეთდება ძალიან ბევრი ტესტი, მათ შორის იმაზე მეტი, ვიდრე საშუალოდ ევროპულ ქვეყნებში და ამ მხრივ საქართველო მართლაც გამორჩეულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics