19:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-12 17:12:06, 807 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - იმედს ვიტოვებთ, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყება, თუმცა რისკები საკმაოდ მაღალია

შემაშფოთებელია მდგომარეობა, რომელიც უკრაინაშია, სამწუხაროდ, ტენდენციები მაინცდამაინც კარგი არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ დაიწყება, თუმცა დასძინა, რომ აღნიშნულის რისკები მაღალია. 

„ჩვენთვის შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რომელიც არის უკრაინაში. გაიზარდა ინტერვენციის საფრთხე. ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო უკრაინაში ომის არდაშვება. სამწუხაროდ, ტენდენციები მაინცდამაინც კარგი არ არის. მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკები საკმაოდ მაღალია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics