19:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-12 17:00:50, 783 ნახვა

პოლიტიკა
ექიმები დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობას

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ექიმ მანანა ჯებაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ის კვლავ საჭიროებს რეაბილიტაციის კურსს.

როგორც მან ექიმებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მესამე პრეზიდენტის მძიმე დიაგნოზი იძლევა იმის საფუძველს, მისი მკურნალობა სხვა ქვეყანაში გაგრძელდეს.

"მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს, კონგრესს, ევროპარლამენტს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს ხელისუფლებაზე იქონიონ გავლენა. მივმართავთ ასევე საქართველოს ხელისუფლებას, რომ პაციენტ სააკაშვილს, რომელიც იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ჩაუტარდეს გამოკვლევები, საბოლოოდ გაირკვეს მისი დიაგნოზი და გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა", - განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics