19:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-12 16:05:29, 708 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მოერიდონ ქმედებებს, რომლებიც თესავს პანიკას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება იღებს ყველა საჭირო ზომას რუსეთის აგრესიული ქმედებების საწინააღმდეგოდ.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან ვითარების ესკალაციის დასაწყისიდანვე, ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, უკრაინული დიპლომატია და არმია ძალისხმევას არ იშურებენ, რათა უკრაინა დარჩეს მტკიცე და მზად იყოს მოვლენების სხვადასხვა სცენარის განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული განზრახვის განხორციელების შემთხვევაში. კერძოდ, გუშინ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდა, განხორციელდა უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობისა და უკრაინის შემდგომი ქმედებების საფუძვლიანი ანალიზი”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მუდმივად აკვირდებიან მოვლენების განვითარებას და მზად არიან, აღკვეთონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ნებისმიერი ხელყოფა,

გარდა ამისა, საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინის დიპლომატია მუდმივ კონტაქტში იმყოფება ყველა მნიშვნელოვან პარტნიორთან და ოპერატიულად იღებს ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც ხელისუფლებას დროული ზომების მიღების საშუალებას მისცემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics