|
2022-02-10 11:30:24, 681 ნახვა
საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ფონდ „ნატვრის ხეს” ერთობლივი საქველმოქმედო აქცია დღეიდან იწყება
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ნინო სურგულაძის ფონდის "ნატვრის ხე“ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია დღეიდან იწყება. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მორიგი აქციის ფარგლებში, 240 სოციალურად დაუცველ ოჯახს ფულადი ვაუჩერები - "სიკეთის ბარათი" გადაეცემათ. "65000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც ერთი 16 წლამდე ასაკის შშმპ ჰყავთ, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ნინო სურგულაძის ფონდის "ნატვრის ხე“ ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, "სიკეთის ბარათებს" მიიღებენ. აქცია კომპანია "სოკარის" აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. აქციის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და ნინო სურგულაძე სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ და ფულადი ვაუჩერი პირადად გადასცეს. აღნიშნული ვაუჩერით სოციალურად დაუცველი ოჯახები მედიკამენტების, საკვები დანამატების და სხვა შესაბამისი სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენას შეძლებენ. "სიკეთის ბარათების" განაღდების შესაძლებლობა მათ კომპანია „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში ექნებათ. სოციალური მომსახურების სააგენტომ შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით სულ 240 ოჯახი შეარჩია. "სიკეთის ბარათების" დარიგებას სააგენტო თავად უზრუნველყოფს. ფულადი ვაუჩერების მიღების მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახი შესაბამის განცხადებას შეავსებს. საქველმოქმედო აქცია დღეიდან დაიწყება და მარტის ბოლომდე გაგრძელდება. ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ 7 წლის წინ შეიქმნა.
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)