|
2022-02-09 11:59:28, 1011 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე უკანონო მშენებლობებზე - მკაცრი რეაგირება იქნება, 4 წლის განმავლობაში, 82 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა გამოვწერეთ
უკანონო მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისის მერია აღსრულების ეფექტიანობის გაუმჯობესებას პარლამენტის დახმარებით გეგმავს. საუბარია იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ჩაბარების მექანიზმის სრულყოფაზე, რათა არაკეთილსინდისიერმა მშენებელმა გადაწყვეტილების ჩაუბარებლობით არ შეაფერხოს აღსრულების პროცესი. „ბოლო თვეების განმავლობაში გვაქვს ერთი პრობლემა - მშენებლები, რომლებიც უკანონო საქმიანობას ეწევიან, ერთგვარ ხრიკს იყენებენ. კერძოდ, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია არ იბარებს მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას, ხოლო გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო ვეღარ იქმნება საფუძველი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ან არ ხდება ვადების ათვლა. შესაბამისად, მინდა მივმართო ინიციატივით პარლამენტს, რათა იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებების შემთხვევაშიც გამოვიყენოთ ის მოდელი, რომელიც გამოიყენება მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტის განთავსება მოხდეს ობიექტზე და ის ჩაითვალოს გამოქვეყნებულად და ჩაბარებულად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა ვეღარ შეაფერხებს აღსრულების პროცესს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ უკანონო მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად გატარებულ სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, არცერთი უკანონო მშენებლობა რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. „კარგად იცით, რომ მერიაში ჩემი მოსვლის დღიდან, არაერთი ღონისძიება გავატარეთ უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ: განვახორციელეთ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა და მის ბაზაზე შევქმენით მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც აღჭურვილი იქნა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; გავზარდეთ ჯარიმები დარღვევებზე - 3 000-დან 12 000 ლარამდე იყო ჯარიმების ოდენობა კატეგორიების მიხედვით და ის 50 000 ლარამდე გავზარდეთ, თუმცა, მაინც ვაწყდებოდით პრობლემას. რადგან მოგების ნაწილში საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი, ამ მშენებლებს ალბათ უღირდათ ჯარიმების გადახდა და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელება. ამიტომაც, შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, სამომავლოდ უკანონო მშენებლობების პრობლემას მოაგვარებს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მხრიდან არცერთი უკანონო მშენებლობა არ დარჩენილა რეაგირების გარეშე“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ამასთან, კახა კალაძემ უკანონო მშენებლობების გამო გამოწერილი ჯარიმების სტატისტიკა წარმოადგინა. „ოთხი წლის განმავლობაში, 4 200 სამართალდარღვევა გამოვავლინეთ და გამოვწერეთ 82 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში 3 500 დარღვევა იქნა გამოვლენილი და მხოლოდ 11 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დაიწერა. 2014-2017 წლებში, 3 400 დარღვევა იქნა გამოვლენილი და დაიწერა 19 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა. შესაბამისად, ქალაქში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით კრიტიკას არ მივიღებთ. ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებას მივმართეთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და მომავალშიც ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)