20:55 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-09 11:35:04, 710 ნახვა

პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, ხმაურია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ პიჯაკების საქმის განხილვა მიმდინარეობს, ხმაურია. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხეილ სააკაშვილმს სხდომაზე მაღალჩინოსნების, მათ შორის პროკურორების ძვირადღირებული სახლების ამსახველი ფოტოსურათები წარმოადგინა. 

აღნიშნულმა ქმედებამ ბრალდების მხარე გააღიზიანა, რის შემდეგაც დარბაზში ხმაური დაიწყო. მოსამართლემ არა ერთხელ მოუწოდა მხარეებს სიმშვიდისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განაცხადა, რომ სხდომას დახურავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო თანხის გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სხდომას ესწრება მეორე ბრალდებული, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშიაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics