18:34 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 18:25:22, 611 ნახვა

საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში საბავშვო სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ, ისტორიულ არბორეტუმთან განახლებული საბავშვო სივრცე მოეწყო. მოედანზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი გასართობი ატრაქციონი და შემეცნებითი-ეკოსაგანმანათლებლო აბრები განთავსდა. ამბავს თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბავშვო სივრცის გახსნაზე ბოტანიკურმა ბაღმა „ბასტი-ბუბუს“ ჯგუფს უმასპინძლა. სტუმრებს ბოტანიკურ ბაღში შემეცნებითი ექსკურსია ჩაუტარდათ, რის შემდეგაც, მათ ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა და სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.

„ახალი საბავშვო სივრცე ბოტანიკური ბაღისთვის დამთვალიერებელთა მოზიდვის თვალსაზრისით, დამატებითი შესაძლებლობაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics