18:33 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 18:46:15, 640 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი N5 ქალთა დაწესებულებას ეწვია და მსჯავრდებულების საცხოვრებელ და სასწავლო პირობებს გაეცნო

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელთან  ნინო წილოსათან და საბჭოს წევრებთან ერთად  N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია.

დაწესებულებაში ვიზიტისას, ნინო წილოსანი პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედ სხვადასხვა სარეაბილიტაციო და სასწავლო პროგრამებს გაეცნო, ასევე დაათვალიერა  დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა  და მსჯავრდებულებს გაესაუბრა. სტუმრებმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში  არსებული სამკერვალო, სილამაზის სალონი, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სამლოცველო და ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედანი დაათვალიერეს.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა    პარლამენტის გენდერული  თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის  მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ბრალდებულების/მსჯავრდებულების პირობების კიდევ უფრო  გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია.

შეხვედრის დასასრულს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებმა დაწესებულების ბიბლიოთეკას  საჩუქრად  წიგნები გადასცეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics