22:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 15:00:45, 825 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ანტიკონსტიტუციურია, ამგვარი განაჩენის საფუძველზე, დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის წევრის სტატუსი მოეხსნას

წარმოუდგენელია, ამგვარი განაჩენის საფუძველზე, დეპუტატს პარლამენტის წევრის სტატუსი მოეხსნას. - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

მისივე თქმით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ანტიკონსტიტუციურია.

"ბადრი ჯაფარიძის განაჩენი ხომ სისხლისსამართლებრივი აბსურდია - ხანდაზმულ ქმედებაზე იმსჯელა სასამართლომ, დანაშაულიც დაადგინა და სასჯელიც შეუფარდა, რომელიც ქმედების ხანდაზმულობის გამო, თავადვე გააუქმა (თავად დვე თქვა, ხანდაზმულიაო!). წარმოუდგენელი ამბავია.

მაგრამ ამაზე უფრო წარმოუდგენელია, ამგვარი განაჩენის საფუძველზე, დეპუტატს პარლამენტის წევრის სტატუსი მოეხსნას. ჯერ ერთი, განაჩენი არაა გამამტყუნებელი. და მთავარი, კონსტიტუციის მიზნებისთვის, ის არ არის კანონიერ ძალაში შესული. სანამ განაჩენი გასაჩივრებადია, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ანტიკონსტიტუციურია, იმ უბრალო მიზეზით, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის შექცევა შეუძლებელია. ანუ, ჯაფარიძე რომ გამართლდეს ზედა ინსტანციებში (თუმცა, როდის გამტყუნდა, ეგეც კი უცნობია), ის ვეღარასდროს აღიდგენს პარლამენტის წევრის სტატუსს, რაც კონსტიტუციურსამართლებრივი ნონსენსია",- წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის,  საპროცედურო კომიტეტი მიჩნევს, რომ ჯაფარიძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს, რადგან  კონსტიტუციისა და რეგლამენტის ნორმის მიხედვით, პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics