19:30 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-04 12:56:57, 710 ნახვა

საზოგადოება
ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან პრემიუმ კლასის სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

სოფელ ალავერდში ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან,  200 მეტრში პრემიუმ კლასის სასტუმროს Alaverdi Resort-ის შენებლობა დაიწყეს. 

როგორც კომპანიის ,,ბადაგონი“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ აღნიშნა, პროექტი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, რადგან იგი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე განხორციელდება და მნიშვნელოვანი იქნება იმ ბალანსის დაცვა რაც, ერთი მხრივ,  კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვას და, მეორე მხრივ, ბიზნესის განვითარებას გულისხმობს. 

პრემიუმ კლასის სასტუმროს Alaverdi Resort ასაშენებლად კომპანია ,,ბადაგონი“ 14 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 32 ნომრიანი სასტუმრო, წელიწადში,  8-10 ათასი ვიზიტორის მიღებას გეგმავს. სასტუმროს გახსნა 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნად, სიმბოლური კაფსულა საქართველოს ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კომპანიის „ბადაგონი“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ გუშინ ჩაუშვეს.

"ვუფრთხილდებით ჩვენ ღირებულებებს, ტრადიციებსა და  ისტორიულ თუ კულტურულ მემკვიდრეობას. „Alaverdi Resort“ იქნება ზუსტად ამის მაჩვენებელი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი კახეთის რეგიონში და განვითარების დამატებით მუხტს შემოიტანს რეგიონში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ალავერდის კომპლექსი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლია. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხედვით, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. ვიზუალური დაცვის არეალი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის განისაზღვრება 500 მეტრის რადიუსით.

პროექტთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics