20:55 - 26 Jul, 2026
|
2022-02-03 17:29:53, 1232 ნახვა
რეგიონი
ოზურგეთში მძარცველებმა ერთ-ერთი სახლიდან ფარდები და თეთრეული წაიღეს
ოზურგეთში ქურდობა მოხდა. მძარცველებმა გამსახურდიას ქუჩაზე ორსართულიანი სახლი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სახლიდან ფარდები, ჭაღები, ქვაბები, კოვზები და თეთრეულია გატანილი. მომხდართან დაკავშირებით, შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „გურიის მოამბე“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, რეგიონში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ეს პირველი ქურდობა არაა. გურიის ერთ-ერთ სოფელში მაღაზიიდან 3 000 ლარამდე თანხა წაიღეს. პოლიციას დამნაშავე ჯერჯერობით არ აუყვანია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)