|
2022-02-02 13:02:03, 677 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - ვისაც გაქვთ სურვილი შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი ააშენოთ, მოგვმართეთ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს თბილისის მერიის მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ არასწორ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს, თბილისის მერიამ კერძო კომპანიას შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ტერიტორია გადასცა. „ამ თემას არ შევეხებოდი, შშმ ბავშვებს რომ არ ეხებოდეს. საქმე ეხება კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, რომელიც 2017 წელს ეკონომიკის სამინისტრომ კონკრეტულ პიროვნებას, შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის, კონკრეტული ვალდებულებით გადასცა, თუმცა, აღნიშნული ვალდებულება ვერ შესრულდა და ეს მიწა ეკონომიკის სამინისტრომ დაიბრუნა. 2020 წელს მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მერიას გადმოეცა. როდესაც მივიღეთ გენერალური გეგმა, კონკრეტულ არეალებში მთელი რიგი კვლევები ჩავატარეთ. ერთ-ერთი ასეთი იყო შატბერაშვილის ქუჩა, რომელიც დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან მეწყერსაშიში ზონაა. ამ კონკრეტულ არეალებში იყო გაცემული სამშენებლო ნებართვები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანებს მივეცით ადგილმონაცვლეობის შესაძლებლობა. მიწის ფართი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წელს ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე გადმოგვცა, 2021 წელს შატბერაშვილის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთში ჩავანაცვლეთ, სადაც სამშენებლო ნებართვა იყო გაცემული. ამიტომ, გაუგებარია ეს ბრალდებები“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის საქმეში მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურ თანადგომას გამოიჩენს. „მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ამ ადამიანებს: ვისაც მართლა გაქვთ, სურვილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ეს სარეაბილიტაციო ცენტრი ააშენოთ, როგორ ფიქრობთ, მუნიციპალიტეტი ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ?! მობრძანდით და ხვალვე მოვნახავთ თქვენთან ერთად მიწის ნაკვეთს და გააკეთეთ ეს კეთილი საქმე. არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით, მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)