01:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 12:03:34, 461 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციას - მე არასდროს მითქვამს, რომ თბილისში უკანონო მშენებლობები არ იყო

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.

კახა კალაძის თქმით, მას შემდეგ რაც დედაქალაქის მერად აირჩიეს, უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო და მის აღსაკვეთად მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ღონისძიება გაატარა.

„უკანონო მშენებლობები ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა და დღესაც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. მე არასდროს მითქვამს, რომ თბილისში უკანონო მშენებლობები არ იყო. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო პრობლემა და 2017 წელს, როდესაც თბილისის მოსახლეობამ ამირჩია დედაქალაქის მერად, ამის აღსაკვეთად დავიწყეთ ბრძოლა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
მისივე თქმით, თბილისის მერიამ 2017 წლიდან, უკანონო მშენებლობებზე ჯარიმების გაზრდა დაიწყო. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

კახა კალაძის თქმით, სწორედ ამიტომ შემოიღეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები. 

„რაც შეეხება უკანონო მშენებლობებს, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უკანონო მშენებლობებზე ჯარიმები 3 000-დან 10 000 ლარამდე იყო. როდესაც კორპუსი შენდება, იქ მილიონებზეა საუბარი. შესაბამისად, როცა კომპანიები ამხელა მოგებაზე გადიან, მათთვის ჯარიმის ეს ოდენობა არაფერს წარმოადგენს. ჩვენ კი, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დავიწყეთ ჯარიმების გაზრდა და კატეგორიების მიხედვით, 8 000-დან 50 000 ლარამდე გავზარდეთ, თუმცა, პრაქტიკაში ვნახეთ, რომ საკმარისი არც ეს იყო. ამიტომაც უკანონო მშენებლობების შესაჩერებლად, საქართველოს პარლამენტის დახმარებით, შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები. ვფიქრობ, ამით ჩვენ უკანონო მშენებლობებს წინ აღვუდგებით და შევაჩერებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics