20:35 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 18:31:08, 844 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ფხაკაძე - მივმართავ ვაქცინაციის საბჭოს, ადექით და გადადექით! ამის „გაპრავება“ როგორ შეიძლება?!

„მივმართავ ვაქცინაციის საბჭოს - ადექით და გადადექით, უთხარით არ ვეთანხმებით პრემიერის ამ გადაწყვეტილებას. ამ სიტუაციის „გაპრავება“ როგორ შეიძლება?!“, - ამის შესახებ, ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მწვანე პასპორტების“ გაუქმებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„არ იცით თქვენ არაფერი. თქვენ მოიყვანეთ ქვეყანა ამ დონეზე. მე პრემიერან პრეტენზია მაქვს - ნული. მან პოლიტიკური გადაწყვტილება მიიღო. ჯანდაცვის მინისტრთან მაქვს პრეტენზია მაქვს - ნული. ისინი არ არიან პროფესიონალები. დაავადებათა კონტროლის ცენტრი სისულელეზე ხარჯავს ფულს. როგორ იქნება ყველაფერი კარგად, რა იქნება კარგად?! ქალბატონ გაბუნიაზე წარმოდგენა დამეკარგა, რაც მან დღეს თქვა. ამასაც საზღვარი აქვს... პატივს ვცემ, მაგრამ ამ სიტუაციის „გაპრავება“ როგორ შეიძლება?! ამაზე პასუხი როგორ უნდა გამცეთ?! მე თქვენ ადგილას გადავდგებოდი. მივმართავ ვაქცინაციის საბჭოს - ადექით და გადადექით, უთხარით არ ვეთანხმებით პრემიერის ამ გადაწყვეტილებას. რა გინდათ მანდ? რას აკეთებთ? კოვიდი მალე დამთავრდება. კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. რა მიზეზი ხართ საკოორდინაო და ვაქცინაციის საბჭოში? ფულს მანდ არ გიხდიან და აბა რა პრინციპით ხართ მანდ. მე ველოდები რომელი ექიმი გადადგამს პირველ ნაბიჯს და იტყვის - „მე ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ მივიღებ“. საერთაშორისო დონეზე გაგსწორებთ მიწაზე“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ Facebook „ლაივში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics