01:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-31 18:32:52, 757 ნახვა

პოლიტიკა
ელჩი - უკრაინისთვის გადამწყვეტი მომენტია, მნიშვნელოვანია მხარდაჭერის გამეორებასთან ერთად მოქმედებისთვის მზაობა

გადამწყვეტი მომენტია უკრაინისთვის, ასევე გადამწყვეტი მომენტია საქართველოსა და დანარჩენი რეგიონისთვის, ამ გარემოებაში  მნიშვნელოვანია მხარდაჭერის გამეორებასთან ერთად მოქმედებისთვის მზაობა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ამასთან, ელჩი პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტს მიესალმება.

„როგორც იცით, გადამწყვეტი მომენტია უკრაინისთვის, ასევე გადამწყვეტი მომენტია საქართველოსა და დანარჩენი რეგიონისთვის, გადამწყვეტი მომენტია ევროპისა და ევროკავშირისთვის. ამ გარემოებაში ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ ასევე გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის.

ამის პარალელურად მნიშვნელოვანია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. მე ეს აქ საქართველოშიც ვნახე, სოლიდარობის გამოხატვა როგორც ხელისუფლების, ასევე ცალკეული პირების მხრიდან. რაც შეეხება ამჟამინდელ დისკუსიებს, მივესალმები პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტს.“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics