14:22 - 22 Jul, 2026
|
2022-01-31 00:40:34, 3703 ნახვა
სპორტი
21-ე გრანდ სლემი კარიერაში – რაფაელ ნადალი Australian Open-ის ჩემპიონია
ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა, რომელიც ATP-ის რეიტინგში მეხუთე ადგილზეა, Australian Open-ის 5-სეტიან დაძაბულ ფინალში რეიტინგში მე-2 ადგილზე მყოფი რუსი დანიილ მედვედევი დაამარცხა და გახდა პირველი კაცი ჩოგბრუთელი, რომელმაც კარიერაში 21 გრანდ სლემის მოგება შეძლო. ამით მან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს გადაასწრო, რომელთაც კარიერაში 20-20 გრანდ სლემის ტიტული აქვთ მოპოვებული. მედვედევს ფინალურ მატჩში 2-სეტიანი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ესპანელმა მატჩში დაბრუნება მოახერხა, თამაში გადამწყვეტ სეტში გადაიყვანა და გამარჯვებაც შეძლო. აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი დანიილ მედვედევის კარიერაში ყველაზე გრძელი მატჩი გამოდგა. საბოლოო ანგარიში შემდეგნაირად გამოიყურება - 2:6, 6:7, 6:4, 6:4, 7:5.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)