03:00 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-29 17:23:02, 971 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ „აქტიურ პოლიტიკურ სეზონსა“ და საპროტესტო აქციებს აანონსებს

პარტია „ნაციონალური მოძრაობა" აქტიურ სეზონს აანონსებს. როგორც პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, იქნება აქციები და აქტიურობა ყველა ფრონტზე, ამომრჩეველთან მუშაობით.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ სეზონზე უნდა გადაწყდეს პრინციპული საკითხები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

„ჩვენ ჩამოვყალიბდით და ეს იქნება ძალიან აქტიური სეზონი, როდესაც პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს, პირველი ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მის მიმართ არაადამინური, ღირსებაშემლახავი მოპყრობის სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ინსტრუმენტის მხილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე აქტიურობები, აქციები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ ყველა ფრონტზე და ეს აქტიურობა უნდა იქნას წარმოდგენილი არა მხოლოდ კონკრეტულად პოლიტიკური საქმიანობით, არამედ ფართო სპექტრით ჩვენს ამომრჩეველთან და ადამიანებთან მუშაობით. ეს უნდა იყოს ყველა ველზე მუშაობა, ძალიან აქტიურები არიან ჩვენი წარმომადგენლები რეგიონებში,“- განაცხადა დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics