02:59 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-29 16:30:44, 991 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი პრეზიდენტის ინიციატივაზე – ნებისმიერი ინიციატივა, რაც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას, მისასალმებელია

ნებისმიერი ინიციატივა, რაც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას, მისასალმებელია. სწორედ ამას ემსახურება პრეზიდენტის ინიციატივაც, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავისი ინიციატივით ცდილობს, გარკვეულწილად საზოგადოება გაამთლიანოს და პოლარიზაცია შეამციროს.

„ვფიქრობ, ქართველებმა ბოლო წლების განმავლობაში კარგად იხილეს, თუ როგორი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყანაში პოლარიზაცია. განსაკუთრებით, როდესაც ქვეყანა დგას ეკონომიკური თუ კოვიდით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემის წინაშე და საჭიროა, მათი გამოსწორება.

ნებისმიერი ინიციატივა, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული პოლარიზაციის შემცირებას, ეს არის მისასალმებელი. სწორედ ამას ემსახურება პრეზიდენტის ინიციატივაც, რომელიც ცდილობს, გარკვეულწილად საზოგადოება გაამთლიანოს და პოლარიზაცია შეამციროს. იმედი მაქვს, რომ საზოგადოების სხვადასხვა სექტორიდანაც იქნება მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის თანადგომა აღნიშნული პროცესის მიმართ“, - განაცხადა ელჩმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics