15:02 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 13:19:41, 2270 ნახვა

ომი უკრაინაში
NDI - კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს 38% არ ენდობა, ვაქცინირებულთა მესამედი „ბუსტერით“ აცრას არ აპირებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ვაქცინის ხარისხის მიმართ შიშები კვლავ ძლიერია. 

გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ ვაქცინის ხარისხს არ ენდობა, 20% კი აცხადებს, რომ ვერ აიცრება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 15% ფიქრობს, რომ ვაქცინის გარეშეც გაუმკლავდება კორონავირუსის პანდემიას, 7% კი ფიქრობს, რომ ვაქცინას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს.

ამავე კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, გაიკეთებენ თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ ბუსტერ დოზას, ვაქცინირებული მოქალაქეების მესამედი პასუხობს, რომ ე.წ ბუსტერის გაკეთებას არ აპირებს. 63% ამბობს, რომ ე.წ ბუსტერ დოზას გაიკეთებს, 14 ამბობს, არას, 3-მა პროცენტმა უკვე გაიკეთა, 20%-მა კი, არ იცის. 

აღნიშნული კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics