04:34 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 12:45:00, 563 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ის კვლევა - გამოკითხულთა 41%-ის შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ დგას, 24% „ოცნებას“, 9% კი „ნაცმოძრაობას“ ასახელებს

​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 41% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია არ დგას. 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 9%-მა. გამოკითხულთა 8%-მა სხვა პარტიები დაასახელეს. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 6%-მა არ იცის, ხოლო 12%-მა კითხვაზე პასუხი არ გასცა.

აღნიშნული კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics