|
2022-01-27 11:46:49, 5441 ნახვა
High - Tech
ილონ მასკს Tesla Phone არ წარუდგენია და არც აპირებს
ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილონ მასკმა Tesla Phone წარადგინა. ამ ცნობას სოციალური ქსელების მომხმარებელთათვის დამაჯერებლობას ვიზუალური მასალაც მატებს ისევე, როგორც ასეთ პოსტებში დაწვრილებით განხილული მახასიათებლები. თუმცა, Tesla Phone არ არსებობს და საინტერესოა, ვის და რატომ მოუვიდა თავში არაფრისგან მისი შექმნა. სიმართლე ისაა, რომ Tesla-სა და ილონ მასკს სმარტფონი არ გამოუშვიათ და არც აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ინფორმაციას Facebook-ზე, YouTube-სა თუ TikTok-ზე შეხვდებით, მას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. არც ერთი ოფიციალური წყარო არ ადასტურებს Tesla Pi-ის დაანონსებას და არა, არც თვითონ ილონ მასკი წარმდგარა ჩვენ წინაშე, ამ ახალი სმარტფონით ხელში. შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ, რომელიმე სანდო წყარო თუ იუწყება მსგავსი რამის შესახებ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)