|
2022-01-26 15:24:35, 1221 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის ხედები და ფერადი Volvo-ს Plug-in Hybrid აბაშიძეზე - „ვოლვო ქარ საქართველოს” კამპანია გრძელდება
თბილისში, როგორც კი ახალი Street Art გამოჩნდება, მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში. ასე მოხდა რამდენიმე დღის წინაც, როდესაც აბაშიძის ქუჩაზე თბილისის მცხოვრებლებს დედაქალაქის ხედები და ფერადი ავტომობილი დახვდათ. ეს ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია, რომლის ვიზუალური კონცეფცია სრულად ნიკა მაჩაიძეს ეკუთვნის. შესაბამისად, სხვა კომპონენტებთან ერთად, მან შექმნა ამ Street art-ის ვიზუალიც, რომლის ინსპირაციაც Volvo Plug-in Hybrid მოდელი იყო. ნამუშევარი კი კედელზე მხატვრებმა ირაკლი ქადეიშვილმა და ზაზა ჩიფჩიურმა გადაიტანეს. „დიდი ხანია, ირაკლისა და ზაზას ნამუშევრებს თვალს ვადევნებთ და ვფიქრობთ, Street art-ის მიმართულებით, ნამდვილად საუკეთესოები არიან. მათ ნამუშევარს, სოციალურ ქსელში ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივებს იმდენად მოსწონთ, სხვა კედლების მოხატვაც გვთხოვეს. ვფიქრობთ, ამ მიმართულებას აქტიურად გავყვეთ კიდეც“, - ამბობს „ვოლვო ქარ კავკასიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი რუსუდან გრძელიძე.
„კომპანია „ვოლვომ“ უკვე იცის, როგორი უნდა იყოს მისი წარმოება 2025 წელს, ნიკა მაჩაიძეს ვთხოვეთ, შეექმნა ანიმაცია, თუ როგორი წარმოუდგენია თბილისი 4 წლის შემდეგ. შედეგად მივიღეთ ძალიან ფერადი ვიზუალები, სადაც „ვოლვოს“ ჰიბრიდი სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ფონზე დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობს. Nikakoi-ს ამ ნამუშევრით მოიხატა კედელი, ამასთან მიმდებარე ტერიტორიაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა და კედლის წინ არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. დამეთანხმებით, ირაკლისა და ზაზას ნამუშევარმა ძალიან გაალამაზა ეს ადგილი. მათ, უმოკლეს ვადაში შეძლეს, 100%-იანი სიზუსტით გადაეტანათ „ნიკაკოის“ შექმნილი ვიზუალი და ნამდვილად მოახერხეს, ჩვენი, თუ ადგილობრივებისა და გამვლელების გაოცება“, - რუსუდან გრძელიძე, ,,ვოლვო ქარ კავკასიის” მარკეტინგის ხელმძღვანელი. სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შთაბეჭდილებების გაზიარება ირაკლი ქადეიშვილსაც ვთხოვეთ. „თავიდანვე ძალიან მოგვეწონა კამპანიისთვის შექმნილი ვიზუალი - თბილისის ხედები - „გაბრიაძის თეატრი“, ფუნიკულიორი - ყველაფერი ის, რაც ასე ამშვენებს ჩვენს დედაქალაქს. მუშაობის პროცესში ზოგიერთი ფერი ოდნავ შევცვალეთ, ვეცადეთ, უფრო დაგვეახლოებინა ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ, სადა ტონებთან. ამავე დროს, მაგალითად, მწვანე ფერი დავტოვეთ ისეთივე ჟღერადი, როგორიც ვიზუალში თავიდანვე იყო მოცემული“. ამ პროექტზე მუშაობა, თავად არტისტებისთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა - კოლაბორაციით კმაყოფილები არიან და მოსწონთ, რომ თბილისს კიდევ ერთი ფერადი და მხიარული კედელი შეემატა. „ყოფილა შემთხვევა, პროექტი დაგვისრულებია და ადამიანებს ბოლომდე ვერ გაუგიათ მისი არსი, ან არ მოსწონებიათ. ამ შემთხვევაში, უკმაყოფილო არავინ მინახავს, ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა „ვოლვოს“ კამპანიისთვის შექმნილ ნამუშევარს. ეს ძალიან გვახარებს. ზოგადად, ჩვენთვის, როგორც არტისტებისთვის საიტერესოა მსგავს პროექტებზე მუშაობა და სხვა ხელოვანებთან კოლაბორაცია“, - ამბობს ირაკლი ქადეიშვილი.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)