22:40 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-26 12:16:17, 545 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებელს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარება დაავალა.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს სპეციალური სავაჭრო სივრცეები და მოქალაქეებმა, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას გარეთ ეწევიან, ამ სივრცეებში უნდა გადაინაცვლონ.  

„ძალიან ბევრი ზარი და შეტყობინება შემოვიდა იმასთან დაკაშირებით, რომ  მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს.  კერძოდ, თემა ეხება გარე მოვაჭრეებს, რომელთაც დაკავებული აქვთ ტროტუარი. მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები. მინდა, დავავალო სამგორის რაიონის გამგებელს, მოელაპარაკოს ამ სივრცეების დირექციას, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც გარეთ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისი მიზნით, გამოყოფილ სივრცეში გადაინაცვლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაავალა.

„მინდა, ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. კერძოდ, ტროტუარის, დამცავი ჯებირების, ზებრა გადასასვლელების მოწყობა და სათანადო გამწვანების სამუშაოების წარმოება. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი უკმაყოფილო ადამიანის ზარი შემოვიდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. დღეიდანვე დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, მიეცით მათ გონივრული ვადა. დაეხმარეთ სავაჭრო სივრცეების დირექციასთან კომუნიკაციაში, რომ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეში განაგრძონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics