22:41 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-25 14:21:16, 576 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონს კიდევ სამი განახლებული სპორტული მოედანი შეემატა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში სამი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ასევე, დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეკეთდა კიდევ სამ მინი სტადიონზე. სპორტულ მოედნებზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 160 000 ლარი დახარჯა.

უწყების ცნობით, ერწოს ქუჩა N4-სა და ზღვისუბნის XI მიკრორაიონის II კვარტალში განახლებული მოედნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ დაათვალიერა.

„აქტიურად ვაგრძელებთ მინი სტადიონების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სპორტულ განვითარებას. ჩვენთვის პრიორიტეტია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, რისთვისაც პირველ რიგში საჭიროა, ახალგზარდებს ჰქონდეთ მეტი და მეტი მოწესრიგებული სპორტული სივრცე. აღსანიშნავია, რომ ერწოს ქუჩაზე ვეტერანი სპორტსმენის, ფეხბურთში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, გელა კეტაშვილის სახელობის მოედანს ჩავუტარეთ რეკონსტრუქცია“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

აღნიშნულ მისამართებზე შეიცვალა ხელოვნური მწვანე საფარი და სპორტული ინფრასტრუქტურა. ზღვისუბანში განახლებული მოედნის ფართობი 480 კვ.მ-ია, ერწოს ქუჩა N4-ში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები 380 კვ.მ ფართობზე შესრულდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics