07:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-21 17:42:07, 1002 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილს – ჩადი უკრაინაში და თქვი, რომ დღეს იქ იგივე ხდება, რაც 2008–ში აქ მოხდა

პარტია "გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში ჩასვლისკენ და სოლიდარობის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ირაკლი ღარიბაშვილს, მიუხედავად ყველაფრისა, ისტორიული შანსი აქვს გამოჩნდეს როგორც ღირსებისა და ღირებულებების მქონე ლიდერი. 

ამასთანავე, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ჩირგვში გასუსული ჯდომა არაა პოლიტიკა.

"გერბზე რომ გვიწერია 'ძალა ერთობაშია', ეგ მარტო ჯოკერში 'პარა-პარაზე' ვრცელდება?

ჩადი უკრაინაში, მხარდაჭერა გამოუცხადე და თქვი რომ დღეს იქ იგივე ხდება რაც 2008-ში აქ მოხდა

მიუხედავად ყველაფრისა ისტორიული შანსი გაქვს გამოჩნდე როგორც ღირსების და ღირებულებების მქონე ლიდერი

და ამ ქვეყანასაც დაუბრუნო ღირსება და ადგილი პოლიტიკურ რუკაზე

მერე, როცა ჩახვალ ვაშინგტონში ან ბრიუსელში, ნახავ როგორ ხვდებიან ღირსების მქონე ქვეყნის წარმომადგენელს

განსხვავებას იგრძნობ დამოკიდებულებაში

ან შენს შემდეგ ვინც იქნება, ის ნახავს

მთელი ცხოვრება პოლიტიკოსობაზე ვოცნებობდიო და ესაა პოლიტიკა

ჩირგვში გასუსული ჯდომა არაა პოლიტიკა და ჩვენთვის რომ საზიანოა ამის ახსნას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს", – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics