|
2022-01-20 15:06:47, 944 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა, რომლის შემდეგაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ექსპერტიზა გაიარა პროექტმა, რაც მომავალში ნებისმიერი სახის ინციდენტს გამორიცხავს. „2018 წელს ჩამოიშალა ახლად რეაბილიტირებული მეტროსადგურის ჭერი. მართალია, მისი ფუნქციონირება გაგრძელდა, მაგრამ პარალელურად, საკითხის საფუძვლიანი შესწავლა დავიწყეთ და რამდენიმე კვლევა ჩავატარეთ. კერძოდ, ექსპერტიზა ჩაუტარდა არსებულ კონსტრუქციებს, რათა შეგვესწავლა მისი უსაფრთხოება და მომავალში გამოგვერიცხა მსგავსი ინციდენტი. პროექტს ჩაუტარდა შემდგომი ექსპერტიზები: ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების“ შესახებ დადგენილებასთან შესაბამისობის ექსპერტიზა (41-ე დადგენილება); კონსტრუქციული ექსპერტიზა; თაღოვანი ჭერის კონსტრუქციული ექსპერტიზა; მოპ-ის შეფასება; ელექტროობის ექსპერტიზა; ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა; საინჟინრო ნაწილის (ელექტროობა, წყალკანალიზაციია, სუსტი დენები, ვენტილაცია, გათბობის და სხვა) ექსპერტიზა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, დაგეგმილი სამუშაოების ბიუჯეტი შვიდ მილიონ ლარს შეადგენს. „სამუშაოები ითვალისწინებს ბაქნისა და ესკალატორების გვირაბის აზბესტის ჭერის დემონტაჟს. ასევე, თანამედროვე მასალებით ჭერის, ე.წ. დამცავი ქოლგის მოწყობას, ინტერიერის სრულ განახლებას, ესკალატორების, ბალუსტრადების განახლებას. პროექტის ფარგლებში, განათებისა და შიდა სავენტილაციო სისტემა მოეწყობა, ბაქნის იატაკი შეიცვლება, ტაქტილური ფილები დაიგება, ასევე, სადგურის სამეურნეო ოთახები მოეწყობა. იმედია, მალე გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და სამუშაოები დაიწყება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)