00:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-20 15:06:04, 932 ნახვა

საზოგადოება
ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. 

„ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩამდე, ორ კილომეტრამდე საგზაო მონაკვეთს მოიცავს. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველი ეტაპი ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა-მოწესრიგება. წყალარინებისა და წყლის მილები განახლდება, სანიაღვრე სისტემა მოეწყობ, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. გამზირზე განათების ახალი სისტემა და საავტობუსე ზოლები მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამ ეტაპზე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი გადაიკეტება.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მოსახლეობას  შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ გარკვეული შეზღუდვების გარეშე, გამზირის სრული რეაბილიტაცია ვერ განხორციელდება.

„მთლიანად ქუჩის გადაკეტვა არ მოხდება. გვინდა, რომ საავტომობილო მოძრაობა გარკვეულწილად დაშვებული იყოს. პირველ ეტაპზე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი დაიკეტება. პროექტი შვიდი-რვა თვის განმავლობაში გაგრძელდება. თბილისის მერიამ უკვე გაავრცელა დეტალური ინფორმაცია, თუ რა ალტერნატიული გზებით შეუძლიათ გადაადგილება, როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტს. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა ყველა დაინტერესებულ პირს თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეც შეუძლია. სამუშაოების მიმდინარეობის დროს, რა თქმა უნდა, იქნება შეფერხებები. ამისთვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, თუმცა, ამის გარეშე გამზირის რეაბილიტაციას ვერ შევძლებთ. ჩვენ არ გვინდა, რომ სამუშაოები ზედაპირულად ჩატარდეს და მხოლოდ მოასფალტება მოხდეს. აქ ყველაფერი ისე მოწესრიგდება, როგორც ჩვენი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს“, - განაცხადა თბილისის მერმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics