|
2022-01-19 12:19:39, 752 ნახვა
საზოგადოება
ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
დაგეგმილი ღონისძიების გამო, დღეს 23:00 საათიდან 20 იანვრის 13:00 საათამდე, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. - ამის სესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ვახტანგ გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. ამასთანავე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდის მიმართულებით. „დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გადაადგილება თავისუფალი იქნება გორგასალის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ღვინის აღმართის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას ასევე, ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბის საშუალებით შეძლებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები - N31, N50, N71, N80, N102, N301, N344, N345 ვახტანგ გორგასალის ქუჩიდან სვლას კოტე აფხაზის ქუჩის გავლით, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებენ; მიკროავტობუსი - N108 გორგასალის ქუჩიდან მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით შეძლებს, რის შემდეგაც, ბარათაშვილის ქუჩისა და ხიდის გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდება და იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხვევით, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით განაგრძობს, რის შემდეგაც, გადაადგილდება უკვე არსებული მარშრუტით. N140 მიკროავტობუსის მარშრუტი ცვლილებას განიცდის წმინდა ბარბარეს უბნის მიმართულებით მოძრაობისას. მიკროავტობუსი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის გავლით, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით განაგრძობს და შემდეგ უკვე დადგენილი სქემით გადაადგილდება.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)