|
2022-01-18 13:56:39, 5742 ნახვა
ომი უკრაინაში
„ომიკრონის“ სიმპტომები – რითი განსხვავდება ახალი შტამი „დელტა“ და სხვა ვარიანტებისგან
გამოცემა Business Insider წერს, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე, ექიმებმა ყურადღება მიაქციეს ფაქტს, რომ აღნიშნული შტამის სიმპტომები სხვა შტამებთან შედარებით განსხვავებულია. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირებულებს აქვთ შედარებით მსუბუქი სიმპტომები, კერძოდ, ყელის ტკივილი, ცემინება და სურდო. „ომიკრონის“ სიმპტომები გაციებას ჰგავს, – აცხადებს Zoe COVID Symptom Study–ის მონაწილე ექიმი, კლერ სტივსი. პაციენტები, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირდნენ, სიმპტომებს შორის ყველაზე ხშირად თავის ტკივილს, სურდოს, ყელის ტკივილსა და დაღლილობას ასახელებენ. გარდა ამისა, პაციენტთა 44%, რომლებიც ბოლო კვირებში დაინფიცირდნენ, აცხადებენ, რომ ჰქონდათ მუდმივი ხველა, 29% კი ამბობს, რომ აღენიშნებოდა ტემპერატურა. ბევრ ადამიანს სიმპტომები ეწყება ყელის ტკივილით. „ეს დამახასიათებელი სიმპტომია“, – აცხადებს უელსის მედიცინის სკოლის ექიმი, ხორხე მორენო. ის აღნიშნავს, რომ ყელის ტკივილს თან მოსდევს „ცხვირში გაჭედვა“, რამდენიმე დღის შემდეგ კი, ამ სიმპტომებს ემატება ხველება. ამასთანავე, ექიმი ამბობს, რომ ვაქცინირებულ პირებს „არ აღენიშნებათ ამდენი რესპირატორული სიმპტომი“. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ყნოსვის დაკარგვა, დამახასიათებელია სხვა შტამებისთვის და „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში იშვიათია. „მარტში, სანამ აღმოაჩენდნენ „დელტა“ ვარიანტს და ვაქცინები ფართოდ გავრცელდა, დიდი ბრიტანეთის მოზრდილი მოსახლეობის 60%–მა განაცხადა, რომ დაკარგეს ყნოსვა. ივნისში, როდესაც „დელტა“ უკვე დომინირებდა ქვეყანაში, ყნოსვის დაკარგვა იყო შედარებით გავრცელებული სიმპტომი, რომელიც უვლინდებოდა სრულად ვაქცინირებულ ადამიანს“, – წერია სტატიაში. ამასთანავე, როგორც მორენო აღნიშნავს, პაციენტებს შორის, რომლებიც დაინფიცირდნენ „ომიკრონ“ შტამით, ყველაზე ხშირია საერთო სისუსტე. ის მოუწოდებს „ომიკრონით“ ინფიცირებულებს, დაისვენონ და კარგად გამოიძინონ.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)