13:36 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-18 12:05:50, 2403 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე – არ უნდა გავთამამდეთ და ვთქვათ, რომ „ომიკრონია“, გადავიტან როგორც სურდოს, ისიც იწვევს გართულებას

შემთხვევების ზრდა გვექნება, ამის დამალვა არ შეიძლება და ვერც დამალავ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონს“ გადავიტანთ, როგორც სურდოს, რადგან აღნიშნული შტამიც იწვევს გართულებებსა და დამძიმებას. 

„ჩვენთან 1 254 შემთხვევაზე დაახლოებით 17-20 პროცენტი გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი იყო ინფიცირებული „დელტათი“, მერე დაინფიცირდა „ომიკრონით“. ამიტომ ის გვერდს უვლის „დელტას“ და ხდება ინფიცირება. ხაზს ვუსვამ, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონია“ ახლა, გადავიტან მას როგორც სურდოს. არა – „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას,  დამძიმებას. ამიტომ ჯობია, რომ არ შეგხვდეთ „ომიკრონი“, – განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics