09:07 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-17 09:43:45, 744 ნახვა

პოლიტიკა
სოციალური მომსახურების სააგენტოს 400–მდე თანამშრომელი გაიფიცა

სოციალური მომსახურების სააგენტოს 400–მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 

როგორც სოციალური მომსახურებისს სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, 4–თვიანი მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა, მათ ვერ მიაღწიეს მიზანს და გადაწყვიტეს, უკიდურეს ზომას მიმართონ.

"მათ აქვთ ძალიან დაბალი ხელფასები. იმდენად დაბალი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არსებობაც კი შეუძლებელია ამ ანაზღაურებით. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით პროტესტი, არაერთი შეხვედრა გვქონდა, არაერთი მედიაცია, თუმცა სამწუხაროდ, ყველა ეს შეხვედრა დასრულდა უშედეგოდ. შესაბამისად, დასაქმებულებს სხვა გზა არ დარჩათ გარდა იმისა, რომ მიმართონ პროტესტი ამ ფორმას და გაიფიცონ. 400-მდე თანამშრომელი უარს ამბობს შრომითი ვალდებულების შესრულებაზე იქამდე, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა "სოლიდარობის ქსელის" იურისტმა, დავით ომსარაშვილმა "მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ სამინისტრო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სოციალური აგენტებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics