|
2022-01-16 13:38:58, 1440 ნახვა
რეგიონი
შტორმმა ბათუმის ბულვარში ინფრასტრუქტურა დააზიანა
ბათუმის ახალ ბულვარში, შტორმმა სანაპიროს ინფრასტრუქტურა დააზიანა. სანაპირო ბილიკი ხრეშით დაიფარა. დაზიანებულია ასევე, მიმდებარე მწვანე ზოლი და საშხაპეები. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, დაბინძურებული სანაპირო ზოლი, უკვე იწმინდება. ადგილზე მობილიზებულია დასუფთავების სამსახურიც. „ახალ ბულვარში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლი დილიდან იწმინდება. ადგილზე მობილიზებულია შპს “სანდასუფთავების” სამსახურის რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა. შტორმის შედეგად ძირითადად ქვა-ღორღით დაიფარა “აკვა-პარკის” მიმდებარე მონაკვეთი, სადაც დაზიანებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში იქნება აღდგენილი. ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა ისევ ნარჩუნდება და შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები თოვის ინტენსივობის შესაბამისად გაგრძელდება“, - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)