|
2022-01-11 12:55:58, 1708 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის ტვინში ნერვოლოგიური დაზიანებებია, რამაც შესაძლოა მძიმე გამოსავალი მოიტანოს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ტვინში ნერვოლოგიური დაზიანებებია, რომელმაც შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიტანოს. მისივე თქმით, დაცვის უფლებების განხორციელებისას ადვოკატები ბევრ პრობლემას აწყდებიან. მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ კომუნიკაცია დაცული არ არის. "მის თავის ტვინში არსებობს ნევროლოგიური დაზიანებები, რომლის გამოკვლევის გარეშე შესაძლებელია ხვალ ზეგ დადგეს დადგეს ძალიან რეალური რისკი, რამაც შესაძლებელია ძალიან მძიმე გამოსავალიც მოიტანოს, როგორც ექიმები ამბობენ, ამ მდგომარეობიდან. იმისთვის, რომ ეს რისკები იყოს შემცირებული აუცილებელია მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, რაც გულისხმობს როგორც კვლევას, ასევე გულისხმობს მის პირად კვალიფიციურ ექიმებთან კონსულტაციის შესაძლებლობას, რის საშუალებასაც, ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტის გარეშე სასჯელაღსრულების სისტემა დღემდე არ აძლევს მას. ჩვენ პრობლემებს დაცვის უფლების განხხორციელებისას სახვადასხვა დროს ვაწყდებით, მათ შორის ყოფილა შემთხვევები, როცა საერთოდ არ გვაძლევდნენ მასთან კომუნიკაციის საშუალებას მათ შორის იყო გორის ინცინდენტი. არც ჩვენ და არც მას არ აქვს განცდა, რომ ეს არის დაცული კომუნიკაცია", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)