|
2022-01-11 12:23:32, 1035 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მეტროს ამოქმედებიდან 56 წელი გავიდა
56 წლის წინ თბილისის მეტროს დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა. მეტროს იუბილესთან დაკავშირებით, მრავალწლიანი სტაჟის მქონე თხუთმეტ თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა. თბილისის მეტროს იუბილეს შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა, რომელმაც დაჯილდოებული პირები დაასახელა. საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭათ ჯუმბერ მერაბიშვილს, ავთანდილ ჯანეზაშვილს, იური ენუქიძეს, ალექსანდრე გოგინაშვილს, ვალერიან კავკავაშვილს, გელა იტრიაშვილს, რობიზონ სარდლიშვილს, რევაზ თიკანაშვილს, რევაზ ჩიტაშვილს, ნიკოლოზ დათებაშვილს, გოჩა ლელუაშვილს, ბადრი ქუხილავას, მიხეილ ყიფშიძესა და ვაჟა გიგილაშვილს. „თბილისის მეტრო გამორჩეულად მოთხოვნადი, უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტია, რომლითაც ყოველდღიურად, დაახლოებით, 200-250 ათასი მგზავრი გადაადგილდება. დღეს, მისი ამოქმედებიდან 56 წელი შესრულდა. თბილისში მეტროს მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 წლის შემდეგ, 1966 წლის 11 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთი. ამ ხნის განმავლობაში მეტროს ასობით თანამშრომელი ემსახურება და სწორედ მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. წელს, ტრადიციულად ჯილდოვდებიან ის გამორჩეული თანამშრომლები, რომლებიც მრავალი წელია ემსახურებიან ამ საქმეს. მათ საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭებათ. კონკრეტულად ამ თანამშრომლების სტაჟი 32-დან 52 წლამდე მერყეობს, რაც ვფიქრობ, საქმის სიყვარულის და ერთგულების მანიშნებელია. მინდა, ამ ადამიანებს გულწრფელად გადავუხადო მადლობა იმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ ამ ქალაქისთვის, აკეთებენ მეტროს გამართული ფუნქციონირებისთვის, რაც ნამდვილად დასაფასებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, საპატიო თანამშრომლის წოდება ენიჭება აწ გარდაცვლილ მერაბ ჩადუნელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელმაც 42 წელი იმუშავა თბილისის მეტროში. ჯილდო მის ოჯახს გადაეცემა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)