|
2022-01-08 13:28:30, 828 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტო კიდევ 160-მდე ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 160-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა და ეკომიგრანტები ამ სასიკეთო ცვლილებით ისარგებლებენ. „ეკომიგრანტ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებლის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს და ხელს უწყობს ინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნა ბესარიონ სიმონიშვილმა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, სააგენტომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 600-ზე მეტი ოჯახი განასახლა. ეკომიგრანტებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა 2022 წელსაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)