|
2022-01-07 17:21:59, 2794 ნახვა
რეგიონი
კასპში მოქმედ სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდულ ცენტრ „მომავალში“ საშობაო ღონისძიება გაიმართა
დღეს კასპში მოქმედ სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდულ ცენტრ „მომავალში“ საშობაო ღონისძიება გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას კაპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, მერის მოადგილემ ზურამ კოპაძემ და კულტურის სამსახურის უფროსმა თეა ხორბალაძემ სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრი მომავალის აღსაზრდელები მოინახულეს და შობის დღესასწაული მიულოცეს. ბავშვები სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ, იცეკვეს, იმღერეს და ლექსები წაიკითხეს. მათთან ერთად სახალისო თამაშებში ჩაერთო ყველა სტუმარი. ცენტრის ხელმძღვანელმა მარი მჭედლურმა და ოჯახისა და ბავშვთა მხარდაჭერის ეროვნული ქსელის დამფუძნებელმა ნონა კენჭუაშვილმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს შობის დღესასწაულის მილოცვისთვის. კასპის მუნიციპალიტეტის მერია ახალ წელს და შობის დღესასწაულს ულოცავს „მომავლი“-ს ცენტრს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)