12:18 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-06 14:05:38, 765 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის 6 იანვრამდე დათქმული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ადვოკატის ინფორმაციით,  ექსპრეზიდენტმა ულტიმატუმის ვადა იანვრის თვის ბოლომდე გადაწია.

უფლებადამცველის თქმით,  თუ იანვრის თვეში სააკაშვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ის პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს.

„მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის ბოლომდე, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. უკიდურეს ფორმას შეიძლება მოიცავდეს მათ შორის შიმშილობა, მაგრამ სხვა ფორმებით გამოხატვაც შეიძლება. მისი აზრით, ამ სიტუაციაში ეს პირობა არის უფრო მისაღები და ეფექტური მიზნით მისაღწევად. 

მე არ მახსოვს არცერთი შეუსრულებელი და დარღვეული ულტიმატუმი ან დაპირება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც ყოველდღე ტყუილს იძახიან იუსტიციის სამინისტროს შენობიდან და პრემიერ მინისტრის პოზიციიდან. ჩაკეტილები არიან თავიანთ სასახლეში და ჭორაობენ მიხეილ სააკაშვილზე და გაურბიან მასზე ობიექტური სასამართლოს ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ძალიან სერიოზულად აღიქვამს მის თითოეულ განცხადებას თუ მოსაზრებას. სერიოზულობის აღქმის პრობლემა თუ ვინმეს აქვს ეს საქართველოს ხელისუფლებაა ამჯამინდელი და არა მიხეილ სააკაშვილი.”, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, ექს-პრეზიდენტი მოითხოვს, რომ დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფის მისი მონახულების ნებართვა მიეცეს და კონფიდენციალურობის დაცვით აღუდგეს კომუნიკაციის საშუალება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics