13:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-05 16:07:44, 705 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების რიგი წარმომადგენლების წინააღმდეგ შეიქმნას ე.წ. შავი სია

სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ ,რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ საქართელოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იურისტთა ჯფუფი უნდა ჩამოყალიბდეს,  რომელიც ყველა უკანონო საკითხს შეისწავლის.

"ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ, მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, სუს-ის წარმომადგენლების, და ა.შ. რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას, რეპრესიებს, ეს სია უნდა გახდეს მთელი ქვეყნისათვის ცნობადი, უნდა იქნეს მიმართული საერთაშორისო საზოგადოებისადმი, საელჩოებისადმი, რათა შევზღუდოთ მათი თავისუფალი გადაადგილება ევროპაში თუ ამერიკაში, გარდა სავიზო შეზღუდვებისა სხვა სახის აპრობირებული პერსონალური სანქციები იქნას დაწესებული მათ მიმართ. ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ის ადამინები, რომლებიც ძალადობენ სახელმწიფოზე სასამართლოს სახელით ხალხზე და პოლიტიკოსებზე აგროვებენ სიმდიდრეებს. უნდა ჩამოყალიბდეს იურისტთა ჯფუფი, რომელიც ყველა ამ საკითხს შეისწავლის.", - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics