07:05 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-05 11:20:47, 606 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - მზაობა კვლავ მაქსიმალურია, პერსონალი მზადაა, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კოვიდ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ახალი შტამი ომიკრონი და სამედიცინო დაწესებულებების მზაობა განიხილეს. საუბარი შეეხო კოვიდის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვას. მინისტრის პირველმა მოადგილემ, აღნიშნა რომ ახალი ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, თუმცა ამავე დროს მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია და ბუსტერ დოზის გამოყენება რჩება.

„არის ახალი გამოწვევები ბუნებრივია კოვიდის მართვის პროცესში, მსოფლიო დღეს უმკლავდება ომიკრონის ახალ ტალღას. კლინკებთან ვისაუბრეთ მათი მზაობის თაობაზე, იმასთან დაკავშირებით თუ რა გამოწვევებს ხედავენ. დღეს საბედნიეროდ კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული. მზაობა კვლავაც რჩება მაქსიმალური, პერსონალი მზად არის, ახალი პროტოკოლი მოქმედია, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ და ვფიქრობ, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდებიან იმ გამოწვევებს, რაც შესაძლებელია ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს. ასევე ვისაუბრეთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალში. მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია წახალისების სქემა 50 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვისაც, ვაქცინაციის შემდგომ, პირველივე დოზის მიღებისთანავე მოქალაქე იღებს 200 ლარიან წახალისებას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics