|
2021-12-30 15:07:31, 788 ნახვა
საზოგადოება
31 დეკემბერს ჯავახიშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, ჯავახიშვილისა და ინაშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 31 დეკემბრის 10:00 საათიდან პირველი იანვრის 05:00 საათამდე იმოქმედებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, კოსტავას ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩამსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, მარჯვენა სანაპიროდან ჯავახიშვილის ქუჩაზე ამსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით. თაბუკაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ თაბუკაშვილისა და მესხიას ქუჩების გადაკვეთამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები - N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150, N301 და მიკროავტობუსები - N2, N31, N41, N72, N120, N145 და N170, რომელებიც ბარათაშვილის ქუჩიდან, ქეთევან დედოფლის გამზირიდან და გორგასალის ქუჩიდან თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით მოძრაობისას მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდებოდნენ, ამჯერად, მარჯვენა სანაპიროდან მოძრაობას გმირთა მოედნის მიმართულებით განაგრძობენ, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. ავტობუსები - N59 და N91, რომლებიც მარჯანიშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, კოსტავას ქუჩას უკავშირდებოდნენ, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მოძრაობას გმირთა მოედნის მიმართულებით შეძლებენ და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)